spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნატო-ს მისია კოსოვოში მზადაა, კონფლიქტში ჩაერიოს

საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებმა კოსოვოში (KFOR) განაცხადეს, რომ მზად არიან ჩაერიონ, თუ კოსოვოში სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, – ამის შესახებ KFOR-ის Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

“ნატო აგრძელებს ევროკავშირის შუამავლობით პრიშტინასა და ბელგრადს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდაჭერას და მოუწოდებს ყველა მხარეს გააგრძელონ მოლაპარაკებების პროცესი“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

KFOR-მა ასევე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიიღება ზომები კოსოვოში მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად, გაერო-ს მანდატის შესაბამისად.

 

31 ივლისს სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვო-მიტროვიცკის რაიონში სროლის და სირენების ხმები ისმოდა.

 

მოგვიანებით, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვო, სავარაუდოდ, ამზადებდა თავდასხმას სერბებზე ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს ჩრდილოეთ რეგიონებში.

 

<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”zxx” dir=”ltr”><a href=”https://t.co/LK1MB2cSoJ”>pic.twitter.com/LK1MB2cSoJ</a></p>&mdash; @NATO – KFOR (@NATO_KFOR) <a href=”https://twitter.com/NATO_KFOR/status/1553852357972316160?ref_src=twsrc%5Etfw”>July 31, 2022</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script> 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები