ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატოს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს დანიშვნას მხარი დაუჭირა.
რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1 ოქტომბრიდან შეუდგება.
ის იენს სტოლტენბერგს შეცვლის, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობას ათი წლის განმავლობაში იკავებდა.
ბოლო 14 წლის განმავლობაში მარკ რუტე ნიდერლანდების მთავრობას ხელმძღვანელობს.