spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნატოს გენერალური მდივანი – ალიანსი გააკეთებს ყველაფერს, რომ პუტინმა ვერ მიაღწიოს მიზნებს უკრაინაში

ნატოს არ ეშინია რუსეთის მხრიდან საფრთხის და გააგრძელებს კიევის ძლიერ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გერმანიაში, ვისბადენში პირველი ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც უკრაინის დახმარების მთავარი საკოორდინაციო ცენტრი განთავსდება.

”გზავნილი [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს] არის ის, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის არ მიაღწევს თავის მიზნებს და უკრაინა გაიმარჯვებს”, – განაცხადა რუტემ.

იგეგმება, რომ კომპლექსი ვისბადენში სახელწოდებით NATO Security Assistance and Training for Ukraine (NSATU) ეტაპობრივად აიღებს კიევისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების კოორდინაციას.

ცენტრში იქნება დაახლოებით 700 ადამიანი, მათ შორის უკრაინელი სამხედრო პერსონალი და დანაყოფები, რომლებიც განლაგებულია ნატოს ობიექტებში ბელგიაში, პოლონეთსა და რუმინეთში.

ვისბადენის ბაზაზე ასევე იმყოფება ამერიკული ქვედანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია შორი დისტანციის რაკეტებზე, რომელთა განთავსებასაც ვაშინგტონი გეგმავს გერმანიაში 2026 წლიდან, რათა დაუპირისპირდეს რუსული რაკეტების საფრთხეს კალინინგრადის ოლქში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები