spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე პირველი ოფიციალური კანდიდატი გამოჩნდა

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა დღეს, 12 მარტს, ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე კენჭისყრის სურვილი ოფიციალურად გამოაცხადა.

 

“მე გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობისთვის კონკურსში”, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ორი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთი ნატოს წევრი გახდა, რომელიც უკვე 75 წელია, ხელს უწყობს დემოკრატიას და თავისუფლებას და ასევე შექმნა პარტნიორთა დიდი ქსელი.

 

“ნატოს ქოლგამ შემოგვთავაზა უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიები ისტორიაში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა იოჰანისმა.

 

მისი თქმით, ევროპაში სამხედრო კონფლიქტი რეალობად იქცა, რაც სულ რამდენიმე წლის წინ ნაკლებად სავარაუდო ჩანდა და მან რუსეთს უწოდა გრძელვადიანი საფრთხე ევროპის კონტინენტისთვის.

 

როგორც მან აღნიშნა, ნატოს საზღვრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება გრძელვადიან პრიორიტეტად დარჩება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები