spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნატოს საიუბილეო სამიტზე საქართველოს დელეგაციას ილია დარჩიაშვილი წარადგენს

ნატოს საიუბილეო სამიტზე საქართველოს დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარადგენს. 

 

ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტი 9-11 ივლისს გაიმართება. 

 

საგარეო საქმეთა მინისტრი 10 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.  ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.  

 

როგორც ცნობილია, სამიტის პროგრამის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ვაშინგტონში სამიტში მონაწილეობის მიზნით საქართველოდან მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები