spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე – უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევი დარჩება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს ჯუზეპე კავო დრაგონეს შეხვდნენ, რომელიც უკრაინაში თავმჯდომარის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით იმყოფებოდა.

ზელენსკის განცხადებით, ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა უკრაინის თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმო, განიხილა მასთან „რამშტაინის” ფორმატის მორიგი შეხვედრისთვის მზადება, ალიანსის წევრი სახელმწიფოებისგან სამხედრო დახმარების გაგრძელება და დრონების წარმოებაში პირდაპირი ინვესტიციები.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დრაგონეს, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით სწორედ უკრაინაში ჩავიდა.

თავის მხრივ, დრაგონემ აღნიშნა, რომ უკრაინა ნატოს პრიორიტეტების ავანგარდში რჩება.

“ალიანსის პოლიტიკურ და სამხედრო ინტერესებშია უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც. თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევი დარჩება. ერთად შესაძლებელია უკრაინის დაყენება ყველაზე ძლიერ შესაძლო პოზიციაზე სამომავლო მოქმედებებისთვის”, – თქვა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები