spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნები 28-29 იანვარს ბლოკჩეინ-სისტემით ჩატარდება

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.

 

ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.

 

ცნობილია, რომ თავმჯდომარეს ბკოლჩეინ-სისტემით აირჩევენ. ეს გადაწყვეტილება 69 ხმა 1-ის წინააღმდეგ მიიღეს.  

 

კობა ნაყოფიას თქმით, მათი “მთავარი საზრუნავი, ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლებაა” და სხდომაზე სამოქმედო გეგმაზეც იმსჯელეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები