“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შიდა კვლევას აქვეყნებს, რომელიც ოთხ დიდ ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა.
კვლევის შედეგები საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა გააცნო.
მისი თქმით, კვლევა 5-11 აგვისტოს შუალედში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჩატარდა და თითოეულ ქალაქში ჯამში 600 ადამიანი გამოიკითხა.
ალოკაციის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
თელავი:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 36%;
ქართული ოცნება 34%.
ქუთაისი:
ენმ – 32%;
ქართული ოცნება – 34%
რუსთავი:
ენმ – 31%;
ქართულ ოცნება – 34%.
ბათუმი:
ენმ – 20%;
ქართული ოცნება – 33,1%
კვლევების თანახმად, თელავში ენმ-ის კანდიდატს გიორგი ბოტკოველს 40.2% აქვს, რუსთავში დავით კირკიტაძეს კი 42%.
რაც შეეხება ჩაშლილ მონაცემებს, თელავში რეფერენდუმის პარტიები, ანუ ყველა პარტიას ერთად, გარდა “ქართული ოცნებისა”, აქვს 66%, აქედან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 36%, “ქართულ ოცნებას” კი 34% აქვს.
მონაცემები ქუთაისშიც ანალოგიურია, რეფერენდუმის პარტიებს აქვთ 66%, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 32%, ხოლო “ქართულ ოცნებას” 34%.
რაც შეეხება რუსთავს, რეფერენდუმის პარტიებს აქვთ ასევე 66%, აქედან “ნაციონალურ მოძრაობას” 31%, ხოლო “ქართულ ოცნებას” 34%.
ბათუმის მონაცემებით კი, რეფერენდუმის პარტიების ჯამური მაჩვენებელია 66,9%, აქედან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 20%, “ქართულ ოცნებას” კი 33,1% აქვს.