“ნაციონალური მოძრაობა” ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობას რამდენიმე დღეში წარადგენს. 25 პოზიციაზე ოპოზიციის კანდიდატების სხვადასხვა პარტიიდან განიხილება.
როგორც ცნობილია, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გაერთიანებული ოპოზიციიდან ელენე ხოშტარიას კანდიდატურაა დასახელებული.
ვიცე-მერის პოზიციაზე 3 კანდიდატი განიხილება: ანა ბიბილაშვილი და დეა მეტრეველი “ლელოდან”, ცოტნე კობერიძე – “გირჩი – მეტი თავისუფლება”.
განიხილება ასევე კანდიდატები გამგებლების პოზიციაზე წარსადგენად.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყველა თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი კონკრეტული პოლიტიკოსის კვალიფიკაცია იქნება.