spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალური მოძრაობა” – ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს ორგანიზებულ ძალადობას მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ

მათი ეს ნაბიჯი გამოწვეულია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ეფექტური მუშაობის შედეგების შიშით, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობა” ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტს.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე მთავრობისა და “ქართული ოცნების” ადგილობრივი ოლიგარქის – ვასილ ჩიგოგიძის მიერ ორგანიზებულმა თავდასხმამ, რომლის დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი პარტიის ადგილობრივ ლიდერებს – თათია ნიკოლაშვილს, დავით მჟავანაძესა და არჩილ სიხარულიძეს, კიდევ ერთხელ ცხადი გახადა ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს ორგანიზებულ ძალადობას მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ.

 

მათი ეს ნაბიჯი გამოწვეულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ეფექტური მუშაობის შედეგების შიშით.

 

ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი და დემოკრატიული, რომლის ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობით იქნება დაცული.

 

საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ და ნებისმიერი სახის ორგანიზებული ძალადობა და ესკალაცია, მხოლოდ და მხოლოდ მოაახლოებს ცვლილებებს”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები