მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს – განიხილონ ეს ღია პოლიტიკური ვენდეტა, როგორც რუსული კრიმინალური რეჟიმის მიერ 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანიის ნაწილად, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული.
“რამდენიმე საათის წინ, “რუსული ოცნების” ორგანიზებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დმანისის მერობის კანდიდატს გიორგი ტატუაშვილს თავს დაესხნენ. გიორგი არის ადამიანი, რომელმაც 2021 წელს არჩევნებში რეალურად მოიპოვა გამარჯვება და 2024 წლის არჩევნების წინ სწორედ მის სამაგალითოდ განეიტრალების მცდელობას აქვს ადგილი.
მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს – განიხილონ ეს ღია პოლიტიკური ვენდეტა, როგორც რუსული კრიმინალური რეჟიმის მიერ 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანიის ნაწილად.
მიუხედავად “რუსული ოცნების” მცდელობისა, მკაფიოდ გამოხატული, შეგნებული, კრიმინალური მეთოდებისა, ოპონენტებზე ღია თავდასხმებით დააშინოს ქართული საზოგადოება, საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი რუსული კრიმინალური მმართველობისგან, აუცილებლად გავა სამშვიდობოს, მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ხილულ მომავალში, გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ხოლო მოძალადეები სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს”, – აღნიშნულია განცხადებაში.