spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს 29 ნოემბერს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

“ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო  სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.  

 

მისი თქმით, ვისაც უსამართლობაზე გული შეტკივა, მძლავრი პროტესტი უნდა დააფიქსიროს. 

 

“მოვუწოდებთ მხარდამჭერებს და იმ ადამიანს, ვისაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და უსამართლობაზე გული შესტკივა, მოვიდნენ და დააფიქსირონ მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

მისი თქმით, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუსიხმგებლობა აიღო, გადადგა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში, სხვას არავის გაუკეთებია. 

 

ამ დრომდე უცნობია,  შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს პროცესზე დასწრებას თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს.  მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა უნდა მიიღოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები