spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის ორგანიზაციის ნაწილმაც დატოვა

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობა” პარტიის წევრებმა დატოვეს.

 

ქალაქის საკრებულოში 12 დეპუტატიდან 7 პარტიის რიგებს ტოვებს.

 

ასევე ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 10 შტაბიდან 7 წევრების უმრავლესობამ დატოვა.

 

“არაფორმალურ მმართველობას ხელისუფლებაში როცა აპროტესტებ, შენ პარტიაში არ უნდა გქონდეს, თუმცა სამწუხაროდ, ეს რეალობა გაქვს, რის გამოც მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება”, – აცხადებენ პარტიის ყოფილი წევრები.

 

საკრებულოს წევრები მანდატების დატოვებას არ აპირებენ.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები პოლიტიკურ საქმიანობას ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები