“ნაციონალური მოძრაობა“ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს – ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია რუსთავში, შუალედურ არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს.
ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად “ლელომ” გუშინ, მას შემდეგ დაასახელა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.