spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალური მოძრაობა” სრულად აცრილი ოჯახებისთვის წამახალისებელი ღონისძიებების დაწყების ინიციატივით გამოდის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ინიციატივით გამოდის, ხელისუფლებამ სრულად აცრილი ოჯახებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები დაიწყოს, მათ შორის, 3 თვით გაუუქმონ მათ კომუნალური გადასახადები, ასევე გაუნახევრონ ტრანსპორტის ფასი და სხვა.

 

მისი თქმით, მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მკვლელი ხელისუფლებაა, გადარჩენისთვის კი აუცილებელია ვაქცინაცია.

 

“აუცილებელია, გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახისთვის კომუნალური გადასახადები სამი თვით და ამით წავახალისოთ ოჯახები;

 

ასევე, სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;

 

აუცილებელია, სოციალურად დაუცველებს, ვინც სრულად არიან ვაქცინირებული, დამატებით მიეცეთ ერთი თვის დახმარება და ამითაც დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო გაფართოვეს მათი რიცხვი, ვინც უმძიმესი დელტა შტამისგან დაცულები იქნებიან;

 

სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს უნდა მიეცეთ დამატებით ნახევარი თვის პენსია, რაც, ასევე არის მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები, ვინც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფია, ჩაერთონ ვაქცინაციაში, მივიდნენ მათთან ბრიგადები და დაიწყოს მასიური ვაქცინაცია;

 

გარდა ამისა, ყველა ადამიანს, ვინც სრულად არის ვაქცინირებული, თვითდასაქმებული, აუცილებლად უნდა გაუნახევრდეს წლიური საშემოსავლო გადასახადი”, – განაცხადა ხატია დეკანოძემ.

 

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს, სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადებას იმისთვის, რომ ექიმებს დაეხმარონ და დაუყოვნებლივ დამატებით შემოიტანონ ვაქცინები “ბუსტერ” დოზებისთვის. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები