spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალური მოძრაობა” – სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად, აუცილებელია პოლიტიკური დევნის დასრულება და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვაცხადებთ, რომ სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად, იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის გზაზე წინსვლა გააგრძელოს, აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულება და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.

 

“გვსურს გამოვეხმაუროთ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებას. ბატონი რაუს თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას. იმავდროულად, „ჩვენ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტის ბატონი სააკაშვილის მომავალთან, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

ჩვენ ვართ პოლონეთის მადლიერები, რომელიც უკლებლივ მისი ყველა მთავრობის პირობებში, უპირობოდ უჭერდა, უჭერს და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ეს მხარდაჭერა არაერთხელ დაუმტკიცებიათ საქმით საერთაშორისო არენაზე. პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში, რაც ქვეყანაში საფუძვლიანი რეფორმების გატარებას გულისხმობს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ პოლონეთს, რომელიც საქართველოს სხვა მეგობრებთან ერთად, მუდმივად აყენებს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხს საერთაშორისო არენაზე და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაში.

 

პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი გათავისუფლება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის წინაპირობად არ დაუყენებია. იმავდროულად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა გააგრძელოს წინსვლა ქვეყანამ, მათ შორის, ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართულებით, თუ საქართველოში იქნება პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილი დარჩება პატიმრობაში.

 

ჩვენ კვლავაც ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პოლიტიკური პატიმრობა წინააღმდეგობაშია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საკვანძო საკითხებთან – ესენია დეპოლარიზაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება. ყველაზე დიდი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებლისა და ლიდერის ციხეში ყოფნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეჭვქვეშ დააყენებს ამ არჩევნების სამართლიანობას.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების 58% მხარს უჭერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებას.

 

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2009 წელს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოლაპარაკებებისთვის მომზადებით დაიწყო. ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, რაც საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდგომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დროშა პოლიტიკური სიმბოლიკის ნაწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აქცია.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვაცხადებთ, რომ სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად, იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის გზაზე წინსვლა გააგრძელოს, აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულება და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საკითხის მკაფიოდ და საჯაროდ დაფიქსირებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები