“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიცია შევიდა.
ამ ეტაპზე პოლიცია მათი იქ ყოფნის მიზეზს არ ასახელებენ.
ადგილზე ამ დროისთვის დაპირისპირებაა.
პარტიის ლიდერები თინა ბოკუჩავა, ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ოფისში შესვლას მოითხოვენ, რის უფლებასაც პოლიცია არ აძლევს.
პოლიცია ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ოფისში, ასევე ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინისტრატორ ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლში.