ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს საპროტესტო წარწერებით – “ნუ კლავთ” და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით დახვდა.
დეპუტატებმა ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს.
ამის შემდეგ მათ სხდომათა დარბაზი დატოვეს.
იუსტიციის მინისტრმა მათ “ოროსნები” უწოდა.
ბრეგაძე საკანონმდებლო ორგანოში დღეს მინისტრის საათის ფორმატში მივიდა.