spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია.

 

“რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ხაბეიშვილი სასტიკად ნაცემია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები