spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შეუძლოდ კიდევ ერთი მოშიმშილე გახდა

უკიდურესი პროტესტის მე-6 დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მოშიმშილე კიდევ ერთი აქტივისტი გახდა შეუძლოდ.

 

პარტიის აფხაზეთის ორგანიზაციის წევრს თენგიზ სანაიას არტერიული წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას შიმშილობის შეწყვეტა მოუწია. 

 

გარდა ამისა, წუხელ შეუძლოდ გახდა ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ბონდო თედორაძეც. არტერიული წნევის ცვალებადობის გამო, ექიმებმა ისიც კლინიკაში გადაიყვანეს.

 

“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები