“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა წალენჯიხასა და ახალქალაქში პარტიის რიგები დატოვეს და არჩევნებიდან მათი კანდიდატურები მოხსნეს.
კერძოდ ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (სოფლები ჭალე-მუჟავა), დავით ხასაიამ უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას მისი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე. მან ასევე დატოვა პარტიის რიგები.
გარდა ამისა, ენმ-ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პროპორციული სიის #13-ე ნომერმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალიკო ქოჩოიანმა დატოვა პროპორციული სია და პარტია.