spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 26 იანვრის 10:00 სთ-მდე გაგრძელდება.

 

“რეგისტრაცია, ისევე, როგორც ხმის მიცემა განხორციელდება ელექტრონულად, უნიკალური ტექნოლოგიური პლატფორმის “ბლოკჩეინი”  სისტემის გამოყენებით. 

 

უზრუნველყოფილია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიისა და ხმის ფარულობა, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა (ვის მისცა ხმა).რეგისტრაციისთვის ამომრჩეველს შეუძლია იხელმძღვანელოს ვიდეო ინსტრუქციით, რომელიც განთავსებულია პარტიის ოფიციალურ “facebook” გვერდზე.

 

რეგისტრაციისას წარმოშობილი კითხვების ან პრობლემების შემთხვევაში ამომრჩეველს შეუძლია მიმართოს პარტიის ცხელ ხაზს ნომერზე: 032 2 47 11 55 12:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები, უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება: 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე”, – აცხადებენ პარტიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები