spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა თორნიკე რიჟვაძეს თონის პური, პრასი, ღვინო და წვნიანი მიუტანეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ, პერფორმანსი მოაწყვეს. მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს თონის პური, პრასი, ღვინო და წვნიანი მიუტანეს. 

 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ამით გუშინ, აჭარის მთავრობის  გასვლითი სხდომის შემდეგ გამართული ვახშამი გააპროტესტეს. 

 

“უნიათო, კორუმპირებული, უსირცხვილო მთავრობის თავმჯდომარე მთელი მთავრობის შემადგენლობით გუშინ, მოქალაქეების, ბიუჯეტის ხარჯზე ქეიფობდა რესტორანში. ამიტომ, მოვუწოდებ, დროულად დატოვოს პრემიერ-მინისტრთან ერთად თანამდებობა. მთელი ქვეყანა გლოვობს ამ ახალგაზრდა ოპერატორს და ამათ რა აქეიფებდათ გუშინ?”- განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა მიშა ბოლქვაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები