საგარეჯოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები თავს დაესხნენ.
“ნაციონალური მოძრაობა” საგარეჯოში საპენსიო რეფორმას წარადგენდა ამომრჩეველთან, როდესაც მმართველი გუნდის მხარდამჭერები გამოჩნდნენ.
გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ისინი ისვრიან ქვებს, ბოთლებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებსაც. ქვის სროლის შედეგად დაშავდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი.
ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
მედიის ინფორმაციით, პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა.