spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმის მერობის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე წარადგინა.

 

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს ხელისუფლებაში არავინ არ არის შესაბამისი ნდობით აღჭურვილი, რომ საქართველოს ერთმა მოქალაქემ მაინც დაუჯეროს.

 

“ხეხეს ასფალტები ფხვნილებით, კლიპებს იღებდნენ და გვატყუებდნენ, რომ მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია, არ ვიცი ბრაზილიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან რეკავენ და გვეუბნებიან, რას აკეთებთ თქვენ, „ქართული ოცნება“ რომ გქვიათ ხელისუფლების სახითო, ჩვენც გვასწავლეთო, ასე ჩაახრიალეს მთელი საარჩევნო კამპანია. ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინეს წელს, როდესაც პიკზე იყო ვითარება გამწვავებული, მაშინ შეამსუბუქეს რეგულაციები, მაგრამ როცა უმკაცრესი შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ იყო, მაშინ დააწესეს. საქართველოს არც ერთ მოქალაქეს მათი აღარ სჯერა. გამოსავალი არის გონიერებაში. 2 ოქტომბერს რეფერენდუმში არის გამოსავალი, რომ სწრაფადვე ეს ადამიანები ჩანაცვლდნენ კოალიციური მთავრობით.

 

ბათუმში ოპოზიციური დემოკრატიული ძალები გაერთიანდნენ, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს 2 ოქტომბერს. ფერფლიდან აღდგა ბათუმი და 2 ოქტომბრის შემდეგ ბათუმმა უნდა გააგრძელოს განვითარება. ადვილია ჩვენთვის საუბარი აღმშენებლობაზე. 2 ოქტომბერი არ არის არჩევნები, ეს არის ღირსების რეფერენდუმი “, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

როგორც ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ აღნიშნა, დიდი პასუხისმგებლობაა იყო საერთო ოპოზიციური შეთანხმებით კანდიდატი ბათუმის მერის პოსტზე.

 

“მადლობა ოპოზიციური პარტიებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს ამ მხარდაჭერისთვის. მე მქონდა ბედნიერება, წლების განმავლობაში მიშა სააკაშვილთან, ლევან ვარშალომიძესთან, რობერტ ჩხაიძესთან, ჩვენი გუნდის სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ბათუმის სასწაულის შექმნაში, ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი ბევრი იყო და არის დარჩენილი. მოხდა ბათუმის დაპაუზება, ახლა ცხრა წლისთავზე გაახსენდა ღარიბაშვილს, თურმე ხიდი უნდა გაკეთდეს, ახალი ბულვარი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

გიორგი კირთაძემ ბათუმში ოპოზიციის მაჟორიტარობის წარადგინა.

 

როგორც კირთაძემ აღნიშნა, ეს იქნება საკრებულოს ის გუნდი, რომელიც ნამდვილად არის გამარჯვების გუნდი და გააგრძელებს გაჩერებულ პროექტებს, რომელიც ამ ქალაქში ხორციელდებოდა.

 

მისი თქმით, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის გაერთიანებული ოპოზიციის სიაში პირველი ნომერი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგი კახა ქაშიბაძე იქნება.

 

რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიას ბათუმის საკრებულოში, ასე გამოიყურება: რევაზ ხარაზი, თეკლა გავაზაშვილი, ლაშა კილაბერია, მამუკა გოგუაძე, ნატო ნაცარაშვილი, ალეკო ვარშალომიძე, ილო ჯინჭარაძე, ქეთი ლასაკანიძე, ბაჩი მექვაბრიშვილი, ირაკლი ზოიძე, ეკა ზარია, ლევან გორგილაძე, როი დვალი, ელიზა ეფაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები