spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაუსედა – ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდაველი ხალხი

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ლიეტუვას პრეზიდენტი ევროკავშირს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

“რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია. მოლდოვაში, კრემლის უზარმაზარი ძალისხმევების მიუხედავად, ევროპულმა გზამ გაიმარჯვა. საქართველოში, არჩევნებს მასობრივი პროტესტები მოყვა. ხალხს დემოკრატიასა და კეთილდღეობაში ცხოვრება სურს – არა ცენზურას და ავტოკრატიაში. მოქალაქეებმა თავიანთი ევროპული არჩევანი გააკეთეს და მზად არ არიან მის დასათმობად.

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდაველი ხალხი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათი ევროპული ოცნება გაქრეს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იყოს მათი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში.

ლიეტუვა მყარად დგას საქართველოსა და მოლდოვის ხალხთან მათ მისწრაფებებში გაწევრიანდნენ ევროკავშირში. გვჯერა, რომ მოლდოვა და საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან. არავის არ შეუძლია მათი უკეთესი მომავლისთვის შანსის წართმევა. ლიეტუვა გააგრძელებს ამ გზაზე მათ მხარდაჭერას”, – წერს ნაუსედა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები