spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაუსედა – ის, რასაც საქართველოში ახლა ვხედავ, ნამდვილად იმედის გამაცრუებელია

ჩემთვის, ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რომ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არ უნდა წაართვას ქართველ ხალხს ევროპული ოცნება.

“ის, რასაც საქართველოში ახლა ვხედავ, ნამდვილად იმედის გამაცრუებელია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების შედეგები, ალბათ, ნამდვილად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ იყო ყალბი არჩევნები და არ აღიარებენ მის შედეგებს, იქნება მეორე მხარე, რომელიც საპირისპიროს იტყვის, მაგრამ ჩემთვის, ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რომ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 % ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას”, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები