ლიეტუვა მზად არის, გაგზავნოს თავისი ჯარები უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
ნაუსედას თქმით, ლიეტუვა აუცილებელი მხარდაჭერის გასაწევად მზად არის.
“ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ჯარისკაცების ძალიან კონკრეტულ რაოდენობაზე, მაგრამ კოალიციის ყველა ქვეყნიდან უნდა იყოს ვალდებულება, უზრუნველყოს ეს მხარდაჭერა. ჯერჯერობით რუსეთი მოლაპარაკებების სიმულაციას ახდენს, საუბრობს შესაძლო მშვიდობასა და შესაძლო ზავის შესახებ, მაგრამ ისინი მზად არ არიან, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტა“, – განაცხადა ნაუსედამ.