spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაუსედა – თუ არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ მგონია, საქართველოს დარჩეს წინსვლის შანსი ევროინტეგრაციის გზაზე

თუ არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ მგონია, საქართველოს დარჩეს წინსვლის შანსი ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

“ტარდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მიმართულებას. თუ ისინი დარჩებიან და შეინარჩუნებენ იგივე სტატუს-კვოს, როგორიც დღესაა, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს შანსი ექნება, რომ წინ წაიწიოს და იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. პროევროპული ძალების გამარჯვების შემთხვევაში გვექნება სხვადასხვა გზის მოლოდინი და ამას მივესალმებით”, – განაცხადა ნაუსედამ.

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა იწყება. სამიტზე შეკრებილია ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ლიდერი. შარლ მიშელის მოთხოვნით სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოსა და მოლდოვას საკითხები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები