spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნავალნი – ახალი აბსურდული ბრალდება წამიყენეს, ამ საქმეზე 30 წელი მემუქრება, როგორც ჩანს, შემდეგში სამუდამო პატიმრობა

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით ახალი საქმე აღიძრა.

 

ამის შესახებ ნავალნიმ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც ის დისტანციურად ესწრებოდა. 

 

“მათ აბსურდული ბრალდება წამიყენეს, რომლის მიხედვითაც, 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება. გამომძიებელმა ვიდიუკოვმა გუშინ თქვა, რომ ამ საქმისგან ცალკე გამოყვეს ტერორისტული საქმე, თითქოს ციხეში მჯდომი ვახორციელებ ტერაქტებს. ამ საქმეზე ცალკე გამასამართლებს სამხედრო სასამართლო. ამ საქმეზე 30 წელი მემუქრება, როგორც ჩანს, შემდეგში სამუდამო პატიმრობა“, – განაცხადა ნავალნიმ.

 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ახალი საქმის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. ასევე გაურკვეველია, კონკრეტულად რაში ედება ბრალი ნავალნის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები