spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნავალნის დედა – მალულად წამიყვანეს მორგში, სადაც ალექსეი მაჩვენეს, მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ, სად, როდის და როგორ უნდა დაიკრძალოს

ალექსეი ნავალნის დედას ლუდმილა ნავალნაიას შვილის ცხედრის ნახვის საშუალება მიეცა. როგორც ის “იუთუბის” არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, ნავალნის ცხედარი რუსეთის ქალაქ სალეხარდში აჩვენეს. 

 

“მალულად წამიყვანეს მორგში, სადაც ალექსეი მაჩვენეს. გამომძიებლები ამბობენ, რომ სიკვდილის მიზეზი იციან. მათ მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი. გარდაცვალების ცნობასაც ხელი მოვაწერე. კანონის მიხედვით, ალექსეის ცხედარი ჩემთვის მაშინვე უნდა გადმოეცათ, მაგრამ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ, სამაგიეროდ, მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ – სად, როდის და როგორ უნდა დაიკრძალოს ალექსეი, ეს უკანონობააა.

 

ჩემი თანდასწრებით ისინი იღებენ ბრძანებებს კრემლიდან ან საგამოძიებო კომიტეტიდან. მათ უნდათ, რომ ყველაფერი  საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე მოხდეს. უნდათ, სასაფლაოს ბოლოში მიმიყვანონ ახალ საფლავზე და თქვან: “აი, აქ წევს თქვენი შვილი“. მე არ ვეთანხმები ამას. მე მინდა, რომ თქვენც, ვისთვისაც ალექსეი ძვირფასია და ვისთვისაც მისი გარდაცვალება პირადი ტრაგედია იყო, გქონდეთ საშუალება დაემშვიდობოთ მას.

 

ამ ვიდეოს იმიტომ ვიღებ, რომ დამემუქრნენ – თუ ფარულ დაკრძალვაზე არ დავთანხმდები, ჩემი შვილის ცხედარს რამეს უზამენ. განსაკუთრებული პირობები არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდეს. მოვითხოვ ჩემი შვილის ცხედარი სასწრაფოდ დამიბრუნონ”, – აცხადებს ნავალიაია.

 

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას 16 თებერვალს გახდა ცნობილი.

 

<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/-cP1OzIwno8?si=Gclsg8tS7tzUCLyy” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” allowfullscreen></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები