spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაზი არონია – დავიცდით არჩევნების ჩამთავრებამდე და ჩვენს გასაკეთებელ საქმეს მერე გავაკეთებთ

ვაპირებდით მუჟავას საჯარო სკოლის ორი წარმატებული მოსწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნას, სკოლასთან სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ გაირკვა, რომ განათლების სამინისტრომ უარი შემოგვითვალა ამ ინიციატივის განხორციელებაზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ნაზი არონია წერს.

მისივე თქმით, მიზეზად წინასაარჩევნო კამპანია დასახელდა, თუმცა არონია აცხადებს, რომ მათი გეგმები არც ერთ პოლიტიკურ განზრახულობასთან არ არის.

“დიდხანს ვიფიქრე, დამეწერა თუ არა და ბოლოს გადავწყვიტე მეთქვა: რაც პოლიტიკიდან წამოვედი (მეც და მარიამიც) საბოლოოდ მოვახდინეთ მისგან დისტანცირება, რასაც ჰქონდა თავისი ძალიან სერიოზული მიზეზები, რაც ყველამ იცის, ვისაც უნდა სცოდნოდა და ვისაც უნდოდა სცოდნოდა. რადგან ადამიანი სოციალური არსება ხარ და თან ბუნებით აქტიური, რა თქმა უნდა, ვცხოვრობთ აქტიურად (შეძლებისდაგვარად).

აქტიურობის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ჩემს მშობლიურ სოფელში (წალენჯიხა, მუჟავა) სათემო ორგანიზაციის შექმნა, რომლის მიზანიც არის სოფლის  შესაძლებლობების ხელშეწყობა, მისი განვითარება. გვაქვს სერიოზული გეგმები რა თქმა უნდა, ადგილობრივებთან ერთად. გეგმის ერთი ნაწილი იყო სოფლის საჯარო სკოლის ორი წარმატებული მოსწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა, რასაც ჩემთან ერთად აპირებდა ბიზნესმენი, წარმოშობით მუჟავადან ქ- ნი მანანა არქანია. სკოლასთან სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ გაირკვა, რომ განათლების სამინისტრომ უარი შემოგვითვალა ამ ინიციატივის განხორციელებაზე. მოტივად დაასახელეს, რომ ეს ინიციატივა გამოიწვევდა სხვა ბავშვების დაჩაგვრას (!!!!).  და მაშ ის როგორ ხდება, რომ ყველა სასწავლებელში წარმატებულ ახალგაზრდებს ენიშნებათ სტიპენდიები? იქაც იჩაგრებიან სხვები? რეალურად კი მიზეზი გახლავთ ის, რომ სამინისტროში იფიქრეს, (თუ სხვაგანაც,), რომ ეს არის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ღონისძიება, რაც დააკავშირეს ჩემს წარსულ საქმიანობას “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მინდა გითხრათ მეგობრებო და არამეგობრებოც – არანაირად  არ არის ჩვენი გეგმები არც ერთ პოლიტიკურ განზრახულობასთან. ამიტომ ასე გადავწყვიტეთ – დავიცდით არჩევნების ჩამთავრებამდე და ჩვენს გასაკეთებელ საქმეს მერე გავაკეთებთ!” – წერს არონია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები