spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაზი არონია – ვერ გავკიცხავ ჩემს შვილს, ვერ ვეტყვი, რომ არ უნდა გამოთქვას პროტესტი, არ უნდა იაროს რუსთაველზე, სადაც მე თვითონაც მივდივარ

ყოფილი პარლამენტარი მარიამ საჯაია გამოკითხვაზე დაიბარეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჯაიას დედა, ყოფილი პარლამენტარი ნაზი არონია წერს.

მარიამ საჯაიას 16 იანვარს რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან.

“მარიამი დაიბარეს. ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი, რადგან მთელი ქვეყანა ხედავს, რაც ხდება – ყველაფერს აკეთებს ძალაუფლებას დაპატრონებული რეჟიმი, რომ გატეხოს ეს უმაგალითოდ ერთიანი, მშვიდობიანი პროტესტი. აბა, რომელ მშობელს, რომელ დედას არ ააფორიაქებს დაუმსახურებელი სასჯელის მოლოდინი, მაგრამ ვერ გავკიცხავ ამისთვის ჩემს შვილს, ვერ ვეტყვი, რომ არ უნდა გამოთქვას პროტესტი, არ უნდა იაროს რუსთაველზე, სადაც მე თვითონაც მივდივარ, მივდივარ იმ კეთილშობილ, საუკეთესო საზოგადოებასთან, ლაღ, თავისუფალ ახალგაზრდობასთან, რომელსაც უნდა უკეთესი მომავალი… ვერ ვეტყვი, რადგან მე თავად უფრო სოლიდურ ასაკში ასევე ვიბრძოდი მაშინ არსებული (შევარდნაძის) რეჟიმის წინააღმდეგ და ვიცი ასეთი ბრძოლის დროს არსებული რისკები და საფრთხეები, რადგანაც ერთნაირად საშიშია ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ძალა… არადა რა კარგი, რა განათლებული, რა წარმატებული ახალგაზრდობა დგას იქ, დგას იმ მხარეს, სადაც გულით მთელი ხალხი დგას. p.s. არც ვიცი – რა უნდა ვქნა კონკრეტულად”, – წერს არონია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები