spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაზი ჯანეზაშვილი – ჩემი მოლოდინი არის ძალიან რეალისტური, სარეიტინგო ქულებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს

ჩემი მოლოდინი არის ძალიან რეალისტური, სარეიტინგო ქულებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, – ამის შესახებ Front News-ს სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატს თანაბარი შანსი აქვს და გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული. 

 

“პროცედურებში  თავიდანვე იყო გაწერილი, რომ რეიტინგებით არ განისაზღვრება არაფერი. შერჩევის პროცედურაში ასეც არის, რომ ქულებს არ აქვს მნიშვნელობა. ყველას აქვს თანაბარი შანსი, შეიძლება ამას ჰქონდეს სარეკომენდაციო მნიშვნელობა. 

 

პარლამენტის თითოეულ წევრზეა დამოკიდებული, თუ ვის დაუჭერს მხარს. 

 

ჩემი მოლოდინი არის ძალიან რეალისტური, პოლიტიკურ პარტიებს პერსონალურად ჩემს მიმართ რა დამოკიდებულება აქვს,  ეს არ ვიცი, უბრალოდ მშვიდად ველოდები შედეგებს და მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

 

საპარლამენტო კომისიის მიერ შეფასების ქულების დაჯამებით  სახალხო დამცველობის კანდიდატების  შორის პირველი სამეული ასე გადანაწილდა -, ანა აბაშიძეს 321 ქულა აქვს, ნაზი ჯანეზაშვილს -288 ქულა, ნუგზარ კოხრეიძეს -237 ქულა. “ქართული ოცნების” დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნულ შეფასებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყველა კანდიდატს თანაბარი შანსი აქვს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები