spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაზი ჯანეზაშვილი – ეს ადამიანები სწორედ იმიტომ ხდებიან მოსამართლეები, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დავალებებს ასრულებენ

ეს ადამიანები სწორედ იმიტომ ხდებიან მოსამართლეები, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი ასრულებენ შესაბამის დავალებებს, –  ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

 

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკადრო პოლიტიკა წლების განმავლობაში დგას იმაზე, რომ ისინი არჩევანს აკეთებენ იმ ადამიანებზე, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც  მათი წრიდან არიან. ბოლო წლებში ძირითადად, ინიშნებიან ყოფილი თანაშემწეები და სასამართლოს თანამშრომლები, ასევე ისეთი პირები, რომლებიც მათ გარემოცვაში არიან აფილირებული და ე.წ. კლანთან კარგი კავშირები აქვთ.

  
ამ სიაშიც, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები არიან საკმაოდ მრავლად. ერთ-ერთია ალექსანდრე გზირიშვილი, რომელიც 3 წლის წინ სწორედ იმიტომ გახდა მოსამართლე, რომ მამამისი იყო იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი. მამის დახმარებით დაინიშნა ეს ადამიანი მოსამართლედ, დღეს კი უკვე უვადო მოსამართლეა.

 

ეს ადამიანები სწორედ იმიტომ ხდებიან მოსამართლეები, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი ასრულებენ შესაბამის დავალებებს”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

 

“საქართველოს სასამართლოს გუშაგის” ინფორმაციით, 2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები