spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაზი ჯანეზაშვილი – ევროკავშირის კითხვარის შევსებამ შესაძლოა, სასამართლო რეფორმის საკითხების აქტუალიზება მოახდინოს

ევროკავშირის კითხვარის შევსებამ  შესაძლოა,  სასამართლო რეფორმის საკითხების აქტუალიზება მოახდინოს, – ამის შესახებ Front News-ს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ორგანიზაციიის ”საქართველოს სასამართლოს გუშაგი” დამფუძნებელმა ნაზი ჯანეზაშვილმა  განუცხადა. 

 

მისი თქმით, სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად პირველ რიგში პოლიტიკური ნება არის საჭირო. 

 

“დღეს პოლიტიკური პროცესები არ იძლევა იმის თქმის  საშუალებას,  რამდენად მასშტაბური რეფორმა შეიძლება განხორციელდეს სასამართლოში.  შესაძლოა,  ევროინტეგრაციის პროცესმა და კითხვარის შევსებამ და იმ საკითხებზე მსჯელობამ, რაზეც მოუწევს უკვე ხელისუფლებას პასუხების გაცემა, სასამართლო რეფორმის მიმართულებით მოახდინოს გარკვეული საკითხების წამოჭრა, რაც ერთგვარი  ინსპირაციაც შეიძლება  გახდეს ამ საკითხებზე მუშაობის დაწყების. პირველ რიგში,  პოლიტიკური ნაბიჯებია გადასადგმელი,  რაც შემდეგ სამართლებრივად უნდა აისახოს.

 

ცვლილებები, რომელიც სასამართლოში უნდა განხორციელდეს, უნდა იყოს კომპლექსური ხასიათის და ემსახურებოდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის,  ანგარიშვალდებულობისა და ეფექტურობის გაძლიერებას, სამივე თანაბრად პრობლემური საკითხია.  ძალიან მგრძნობიარე თემაა სასამართლო, ხშირ შემთხვევაში, ის შეიძლება გახდეს  სენსაციისა და მანიპულაციის საგანიც, ამიტომ პრიოფესიული მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები