ხელისუფლება იცავს საკუთარ თავს, მათ აქვთ გარკვეული ინტერესები, მათ შორის სასამართლოში. რეალურად მათ ის იდეა, რომელზეც დგას სასამართლო მოსპეს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დანაწილების პრინციპი არ არსებობს.
“ხელისუფლება იცავს საკუთარ თავს. მათ აქვთ გარკვეული ინტერესები, მათ შორის როდესაც პოლიტიკური საქმეა სასამართლოში მათ უნდათ, რომ ჰქონდეთ კონკრეტული მოლოდინები კონკრეტულ საქმეებზე. ხელისუფლებისთვის სასამართლო არის დასაყრდენი ძალა და სასამართლოსთვის ხელისუფლებაა დასაყრდენი ძალა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ არსებობს.
როდესაც საქართველოში კობახიძე საუბრობს კონსტიტუციურ სამართალზე, რეალურად მათ ის იდეა, რომელზეც დგას სასამართლო მოსპეს თავისი პოლიტიკითა და დამოკიდებულებით, რეალურად, სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არის ხელისუფლების დანამატი”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.