spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაზი ჯანეზაშვილი – მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად გამოაცხადოს გადაწყვეტილება

მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად გამოაცხადოს გადაწყვეტილება. მხედველობაში მაქვს მთელი ის რისკები, რომელიც ამ კანონის იმპლემენტაციას ახლავს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა კანონის რისკების შესახებ იციან.

“მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად გამოაცხადოს გადაწყვეტილება. მხედველობაში მაქვს მთელი ის რისკები, რომელიც ამ კანონის იმპლემენტაციას ახლავს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ძალიან კარგად იციან, რამდენად რთული იქნება ეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თუკი კანონის ამოქმედება აქტიურად დაიწყება ხელისუფლების მხრიდან. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება გამოვიდეს, რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები 1 სექტემბერს დასრულდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები