spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაზი ჯანეზაშვილი – პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია, ერთ-ერთი საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილია

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია. ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩიეს.

 

ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. კიკალაშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ვიზიტებში, კონსტიტუციის დარღვევა დაინახა.

 

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია პარლამენტმა. ერთ-ერთი გოგა კიკილაშვილია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

 

კომენტარიც არ არის საჭირო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რა სწრაფად მიიღო სარგებელი ამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის მოსამართლის შვილმა ხვდებით ხომ?”, – წერს ჯანეზაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები