spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაზი ჯანეზაშვილი – რასაც მოისურვებს ხელისუფლება, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო

დღეს ასეთი სიტუაციაა სასამართლოში, რასაც მოისურვებს ხელისუფლება, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრმა, ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით,  საინტერესოა,  რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე ორივე შემთხვევაში მოსამართლე გიორგი არევაძის ხელში მოხვდა.

 

“გიორგი არევაძე  ძალიან საინტერესო ფიგურაა, რადგან მის ხელში მოხვდა მიხეილ სააკაშვილის ძალიან რეზონანსული საქმე,  რადგან  მას სააკაშვილისათვის  განაჩენის გამოტანა ადრეც მოუწია.  საინტერესოა,  რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე ორივე შემთხვევაში  მის ხელში მოხვდა. ძალიან რთული იქნება მისთვის ვინმეს  დარწმუნება იმაში, რომ ის იქნება მიუკერძოებელი“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა. 

 

ჯანეზაშვილის თქმით, ეს არის მოსამართლე,  რომელსაც სასათბურე პირობებში შეუქმნეს, 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ვადა გაუგრძელეს, რაც არასტანდარტული შემთხვევაა,  შემდეგაც  კი უვადო მოსამართლედ დანიშნეს.  

 

“ეს რა თქმა უნდა, არის იმის  ნიშანი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მის მიმართ ლოიალურად და დადებითად იყო განწყობილი,  მას,  რა თქმა უნდა,  არ გაჭირვებია უვადოდ დანიშვნა. ამას ემატება განაჩენები,  რომლებიც კითხვებს იწვევს, ბუნებრივია, ეს საზოგადოებაში გარკვეული ეჭვის საფუძველს აჩენს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

 

მისი თქმით, სასამართლო კლანის ინტერესებში არ შედის მიხეილ სააკაშვილის შუამდგომლობაზე უარყოფითი განაჩენის გამოტანა, კლანი გადაწყვეტილებებს  პოლიტიკოსების დაკვეთის მიხედვით იღებს. 

 

“კლანის ინტერესი არ არის მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში დატოვება, ან გადავადება, ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესი. პოლიტიკური დაკვეთა რაც იქნება, კლანი არის ერთგვარი შუამავალი, ამ შემთხვევაში, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინტერესის იმპლიმენტაციას და აღსრულებას. დღეს ასეთი სიტუაციაა სასამართლოში. რასაც მოისურვებს ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები