რაც მათ გააკეთეს, ასეთი რამ აქამდე საქართველოში არ მომხდარა. მიუღებელი და წარმოუდგენელია, რაც ახლა ხდება. ხელისუფლებამ თავისი ნაბიჯები უკვე გადადგა. უკვე ძალაშია შესული კანონი, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლებას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების რიტორიკიდან გამომდინარე, წინასაარჩევნოდ ძალიან რთული და დაძაბულია.
“საკმაოდ რთული პერიოდია. მიუღებელი და წარმოუდგენელია, რაც ახლა ხდება. ხელისუფლებამ თავისი ნაბიჯები უკვე გადადგა. უკვე ძალაშია შესული კანონი, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლებას. რაც მათ გააკეთეს, ასეთი რამ აქამდე საქართველოში არ მომხდარა. ეს დააზიანებს საქართველოს მომავალს.
ძალიან რთული და მძიმე წინასაარჩევნო პერიოდია. ერთი მხრივ, არ ვიცით როგორ დასრულდება არჩევნები და მეორე მხრივ, ხელისუფლების რიტორიკა და მოტივაცია, რასაც მათ ვუყურებთ არის მძაფრი და ხალხის წინააღმდეგ მიმართული”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.