spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაზი ჯანეზაშვილი – სასამართლო რეფორმებზე საუბრის დაწყებით, შესაძლოა, ხელისუფლება კლანური სასამართლოს იმიჯის რეაბილიტირებას ცდილობდეს

სასამართლო რეფორმებზე საუბრის დაწყებით,  შესაძლოა, ხელისუფლება კლანური სასამართლოს იმიჯის რეაბილიტირებას ცდილობდეს, – ამის შესახებ Front News-ს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ორგანიზაციიის ”საქართველოს სასამართლოს გუშაგი” დამფუძნებელმა ნაზი ჯანეზაშვილმა  განუცხადა. 

 

მისი თქმით, ფაქტია,  რომ წარუმატებელი სასამართლო რეფორმა მმართველი გუნდის იმიჯზე უარყოფითად აისახება. 

“მივესალმები  ყველა ნაბიჯს,  რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას ეხება, მაგრამ არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე,  ძნელი წარმოსადგენია,  ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვას სასამართლო.  ფაქტია, რომ საქართველოში წარმატებული რეფორმები ვერ განხორციელდა. როგორც ჩანს,  ხელისუფლებას ეს თემა აწუხებს, რადგან წარუმატებელი რეფორმა და ის შეფასებები,  რაც არსებობს სასამართლოსთან მიმართებით,  აისახება მის  იმიჯსა და  რეპუტაციაზე.   აქედან გამომდინარე  დაიწყეს ალბათ, მსჯელობა. ძნელი სათქმელია,  რა მიზანი აქვს ხელისუფლებას და  რისთვის არიან მზად  “ქართულ ოცნებაში”,  არსებობს საფრთხე, რომ  ამ ფორმით კლანური მმართველობის იმიჯის  რეაბილიტირებას ცდილობდეს”, -განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

 

მისი თქმით, სასამართლო სისტემა  ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს.   

 

პარლამენტში ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სასამართლო სისტემის  რეფორმების საკითხის შეფასების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები