spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაზი ჯანეზაშვილი – თუ კანონის ამოქმედება უფრო აქტიურ ფაზაში შევა, უფრო მეტად დააზარალებს მთლიანად სექტორს

მთავარია, რომ ეს იყოს დროულად, იმიტომ, რომ თუ კანონის ამოქმედება უფრო აქტიურ ფაზაში შევა, ბუნებრივია, რომ ეს უფრო მეტად დააზარალებს მთლიანად სექტორს, –  ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი და ქვეყნისკენ მიმართული გადაწყვეტილება გამოიტანოს.

“რაც უფრო დროულად, სამართლებრივად სწორად და ჩვენი ქვეყნისკენ მიმართული იქნება ეს გადაწყვეტილება, მით უკეთესი. მთავარია, რომ ეს იყოს დროულად, იმიტომ, რომ თუ კანონის ამოქმედება უფრო აქტიურ ფაზაში შევა, ბუნებრივია, რომ ეს უფრო მეტად დააზარალებს მთლიანად სექტორს”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ 3-დღიანი განხილვა 1 სექტემბერს დასრულდა და მოსამართლეები გადაწყვეტილების მისაღებად გავიდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები