spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაზი ჯანეზაშვილი – ცდილობენ, საპარლამენტო არჩევნებამდე შეძლონ, რომ სრულად დააკომპლექტონ სასურველი კადრებით

რატომ დასჭირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ასე ადრე გამოეცხადებინა კონკურსი, რაც არის საკმაოდ არაბუნებრივი და უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ცდილობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე შეძლონ, რომ სრულად დააკომპლექტონ სასურველი კადრებით, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. 

 

“ჩნდება კითხვა, რატომ დასჭირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ასე ადრე გამოეცხადებინა კონკურსი, რაც არის საკმაოდ არაბუნებრივი და უპრეცედენტო გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ კანონის თანახმად, სამი თვით ადრე უნდა გამოცხადდეს კონკურსი, ვიდრე მოქმედ მოსამართლეს ამოეწურება ვადა და როდესაც საბჭო იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ჩვენ ვუკავშირებთ ამას მოსალოდნელ ცვლილებებს, რომელიც შეიძლება, იყოს საქართველოში და ალბათ, თვითონ აქვთ გარკვეული შიშები მოსამართლეებს და ცდილობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე შეძლონ, რომ სრულად დააკომპლექტონ სასურველი კადრებით”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე იუსტიციის საბჭომ კონკურსი გამოაცხადა იმ მოსამართლის ადგილზე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ივნისში ეწურება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები