spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

NBC News – კლინტონებმა მხარი დაუჭირეს ბაიდენის გადაწყვეტილებას, დარჩეს საარჩევნო რბოლაში

კლინტონების ოჯახმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას დარჩენას საარჩევნო რბოლაში, – ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

 

აშშ-ის 42-ე პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა და აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პირადად მხარი დაუჭირეს ბაიდენის გადაწყვეტილებას და აქტიურად მოუწოდებენ დონორებს მასთან დარჩენას.

 

NBC News-ის წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ კლინტონები კავშირში იყვნენ თეთრ სახლთან და შესთავაზეს დახმარება.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ამჟამად COVID-19-ზე მკურნალობს, განაცხადა, რომ ის მომავალ კვირას დაუბრუნდება წინასაარჩევნო კამპანიას.

 

ამავდროულად, Politico წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მხარდამჭერები ემზადებიან მისი კანდიდატურის წარსადგენად და მისმა მოკავშირეებმა უკვე დაიწყეს დემოკრატი დონორების მოზიდვა ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად იმ შემთხვევისთვის, თუ ჯო ბაიდენი საარჩევნო რბოლას შეწყვეტს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები