აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკავშირეები სკეპტიკურად უყურებენ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ილონ მასკის მიერ ამდენი ინტერვიუს მიცემას. მისი განცხადებები ხშირად განსხვავდება ტრამპის განცხადებებისგან, – ამის შესახებ NBC News წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპი ირწმუნებოდა, რომ მისი ადმინისტრაცია არ შეეხებოდა სოციალურ დაცვას, გარდა იმისა, რომ ის უფრო ეფექტური გაეხადა, მაგრამ ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ გააკეთა კრიტიკული კომენტარები პროგრამის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება ტრამპის დაპირებებს და რესპუბლიკელების შეშფოთებას იწვევს.
ოთხმა ინფორმირებულმა პირმა NBC News-ს განუცხადა, რომ ამ შეშფოთებამ აიძულა ტრამპის ზოგიერთი მოკავშირე დასვას კითხვა უნდა განაგრძოს თუ არა მილიარდერმა მედიასთან ამდენი ინტერვიუს მიცემა?
თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ისინი იღებენ ზოგიერთი რესპუბლიკელის შეხედულებებს, რომლებიც მასკის კომენტარებს სოციალური უზრუნველყოფის შესახებ პოტენციურად პრობლემურად და საგანგაშოდ მიიჩნევენ.
ტრამპის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ მასკის პირადი შეხედულებები სოციალურ დაცვაზე გავლენას არ ახდენს პრეზიდენტის პოლიტიკაზე.
მას შემდეგ, რაც მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, ფედერალური სააგენტოების მასშტაბური შემცირება დაიწყო, რამაც გამოიწვია ათასობით სახელმწიფო თანამშრომლის გათავისუფლება. ამგვარ ქმედებებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა დონალდ ტრამპის მოკავშირეებშიც კი. მედია მასკს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის კონფლიქტის შესახებაც წერდა, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ინფორმაცია უარყო.
Politico-ს ცნობით, თანამდებობიდან გათავისუფლებების ტალღის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასკის უფლებამოსილების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.