უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება, – ინფორმაციას NBC News ავრცელებს.
“უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალურ ასამბლეაში ნიუ-იორკში მომავალ კვირას”, – წერს NBC News.
დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთანაც.
ჯერჯერობით უცნობია, ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართება თუ თეთრ სახლში.
ბაიდენი ზელენსკის ბოლოს ივლისში ვილნიუსში ნატოს სამიტზე შეხვდა.