spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

NDI-ის და IRI-ის ექსპერტები პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებსა და მის თანმდევ პოლიტიკურ პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტების გუნდები, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, თბილისში იმყოფებიან.  ისინი ყველა პოლიტიკურ პარტიას როგორც საარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პროცესებში აქტიური და კეთილსინდისიერი მონაწილეობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ.

 

“იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის სტატუსის ლეგიტიმურად შენარჩუნება, აუცილებელია, მხარეები ჩაერთონ მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ კონსტრუქციულ დიალოგსა და ჯანსაღ კონკურენციაში.

 

NDI-ის და IRI-ის ექსპერტების გუნდები მთავრობის წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდებიან, რათა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული ჩართულობის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატონ. გარდა ამისა, ექსპერტები შეხვდებიან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რათა არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესში მათ როლს ხაზი გაუსვან. შეხვედრები ასევე გაიმართება საერთაშორისო დამკვირვებლებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმის განსახილველად, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა საქართველოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

 

IRI-ის და NDI-ის ექსპერტთა გუნდები  არჩევნებამდე ან მის შემდგომ ოფიციალურ განცხადებებს არ გააკეთებენ. აღნიშნული ორგანიზაციების გრძელვადიანი ანალიტიკოსები უზრუნველყოფენ ექსპერტების ინფორმირებულობას ისეთი საკვანძო საკითხების შესახებ, როგორიცაა პარტიების კამპანიების მიმდინარეობა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და არჩევნების დღის ჩათვლით საჩივრების და საარჩევნო დავების განხილვის პროცესები. NDI და IRI საარჩევნო პროცესების შეფასების ანგარიშებს არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოაქვეყნებენ. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორივე ინსტიტუტის ამ და სხვა საარჩევნო პროგრამების ფინანსური მხარდაჭერისთვის არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში”, – აღნიშნულია განცხადებაში

 

ექსპერტთა გუნდის წევრები არიან სკოტ მასტიკი, IRI-ის პროგრამების ვიცე პრეზიდენტი; სტივენ ნიქსი, IRI-ის ევრაზიის რეგიონული დირექტორი; ნიკოლ როუზელი, NDI-ის ვიცე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი; ლორენ ვან მეტრი, NDI-ის უფროსი მრჩეველი მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებში; პეტ მერლო, NDI-ის საარჩევნო პროგრამის დირექტორი; ალან გილამი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი; ჯონ დიპირო, IRI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები