NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 77% ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი? – გამოკითხული მოსახლეობის 77%-ისთვის მისაღებია, ხოლო 11%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის 12%-მა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია.
ნატო-ში გაწევრიანებას მოქალაქეები მხარს უჭერენ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. იმ მოქალაქეთა 24 %, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, 17 % ოპოზიციის, ხოლო 58%-მა პარტიული სიმპათია არ გაამჟღავნა.
თბილისში გამოკითხილთა 80% უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას, ქალაქებში -78, სოფლად კი- 73%.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის დროს ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხული მოსახლეობის 74% უჭერდა მხარს.
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.