spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნებართვის გარეშე მე ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას ვერ მივიღებ”

“ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.

გეჯაძე ადგილზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა, თუმცა ის ექსპერტიზაზე არ შეუშვეს. მისი ინფორმაციით, გვამის გამოკვლევის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

“ცოტა ხნის წინ შევედი საექსპერტო დაწესებულების ფოიეში, ცოტა ხნის შემდგომ ჩამოვიდა ამათი წარმომადგენელი და განმიცხადა, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე გამოძიების მხრიდან, ოფიციალური წერილი ჩემი მონაწილეობის დაშვების თაობაზე ამ ექსპერტიზაში მიღებული არ აქვთ, ნებართვის გარეშე მე ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას ვერ მივიღებ.

ველოდები გამომძიებლის რეაგირებას, დაუშვებს თუ არ დაუშვებს ამ წერილს. ნებართვის დაშვების შემთხვევაში ჩავერთვებით ექსპერტიზის პროცესში”,- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები